ბიულეტენი #5 HERIPRENEURSHIP
მარტი 20, 2023
პროექტი - BSB831 HERIPRENEURSHIP
🍀 🍀 🍀
პარტნიორების მონაწილეობა ITB-BERLIN 2023 წელს
7-9 მარტი / Messe, Berlin
წელს ITB Berlin-ის ტურიზმის გამოფენა გახლდათ საერთაშორისო პლატფორმა, სადაც HERiPRENEURSHIP-ის ექსპერტებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა წარმოადგინეს იუნესკოს მემკვიდრეობის დერეფნის ზოგიერთი შედეგი:
- მეექვსე საპილოტე მარშრუტები მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის 60 გეოლოკაციით, რომლებიც შესულია იუნესკოს მიერ აღნუსხვილ საპილოტე ტერიტორიებზე საბერძნეთში, ბულგარეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, რუმინეთში, საქართველოსა და თურქეთში.
- დანიშნულების ადგილებისა და შესაბამისი ობიექტებისთვის გაფართოებული საძიებო სისტემებით აღჭურვილი ონლაინ დაჯავშნის აპლიკაცია.
- ვიდეოები მოთხოვნით, რომლებიც გვთავაზობენ ახალ მარშუტებს.
- სარეკლამო სპეციფიკის/ტიპის მოგზაურობის ნაკრები ჭკვიან აპლიკაციებთან და საპილოტე ადგილებთან ვიზუალიზაციის ბმულებით.
ღონისძიების განმავლობაში, პარტნიორებმა B2B (სამთავრობო შესყიდვებისათვის ბიზნესის თანამოქმედება სახელმწიფო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან) ტიპის კონსტრუქციული შეხვედრები და დისკუსიები გამართეს ტუროპერატორებთან, ტურისტულ საწარმოებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილი იყო პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე HERiPRENEURSHIP რესურსების გამოყენების გზით.
პარტნიორები უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებას და გამოცდილებას მსოფლიოში აღიარებულ ბერლინის ღონისძიებაზე მონაწილეობის შესახებ:
ელენა სტეფანი, დანუბე შავი ზღვის უნივერსიტეტთა ფონდის პროექტის მენეჯერი
"იყო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის ნაწილი, არის მეტად საინტერესო და წამახალისებელი გამოცდილება. ფართო საზოგადოების წინაშე, დუნაის დელტას სახით, უნიკალური პროექტისა და იუნესკოს ტურისტული ობიექტის წარდგენა უდაოდ ქმნის სიამაყის გრძნობას. ეს არის ერთგვარი შანსი, მოახდინო მნიშნელოვანი გავლენა, აამაღლო კულტურული ტურიზმის შესახებ ცნობიერება და შეძლო ადგილობრივი თემების გაძლიერება“.
ელენა სიმეონოვა, ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირის (UBBSLA) კულტურის ექსპერტი
„ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაში მონაწილეობა იყო ერთგვარი გამოცდილება ახალი დანიშნულების ადგილების გაცნობა-გაზიარების, პოტენციურ პარტნიორებთან B2B (სამთავრობო შესყიდვებისათვის ბიზნესის თანამოქმედება სახელმწიფო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან) ტიპის შეხვედრებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. UBBSLA-ს გუნდს და დაინტერესებულ მხარეებს ბულგარეთიდან შეექმნათ #HERIPRENEURSHIP პროექტის შედეგების გაზიარებისა და ჩვენი ქვეყნებისა თუ საპილოტე ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციის ფართო შესაძლებლობები.
თამარ ასლანიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TeSaU) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
„HERITAGE ექსპერიმენტული დერეფნის ფარგლებში, HERIPRENEURSHIP-თან დაკავშირებულ აუდიოვიზუალურ და სარეკლამო მასალებთან (ონლაინ დაჯავშნის აპლიკაცია, სარეკლამო ვიდეო მოთხოვნით, საინფორმაციო მასალები. და ა.შ.) ერთად, ჩვენ წარმოვადგინეთ ორდღიანი ტური ღვინის აკვანის ქვეყანაში - საქართველოში "
HERiPRENEURSHIP: იუნესკოს ექსპერიმენტული მემკვიდრეობის დერეფანი შავი ზღვის აუზში,
აკავშირებს მონაწილე ქვეყნებში არსებულ ტურისტულ ადგილებს, სთავაზობს ავთენტურ და მულტიკულტურულ ცოდნას თანმხლები ტურისტული სერვისებით, რომლებიც ხელმისაწვდომია რეალურ დროში, როგორიცაა საცხოვრებელი, ტრანსპორტი, კვება, სუვენირები და ტრადიციული პროდუქტები, გარე და შიდა მხატვრული აქტივობები და ა.შ.
რა გაკეთდა აქამდე პარტნიორების მიერ:
ონლაინ დაჯავშნის აპლიკაცია
ონლაინ დაჯავშნის აპლიკაცია იუნესკოს ექსპერიმენტული მემკვიდრეობის დერეფნის ფარგლებში წარმოებულ მულტიმოდალური სერვისებს შორისაა.
იგი შემუშავებულია, როგორც მოწინავე საძიებო სისტემა, რომლის მიზანია განავითაროს განსაკუთრებული გამოცდილება მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის 60 ლოკაციაზე და შესთავაზოს მომხმარებელს გლობალურ ბაზარზე.
დაჯავშნის შესაძლებლობები ხელს უწყობს პოტენციურ მყიდველებს, უნიკალურობისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მიზნით, იქონიონ მჭიდრო კავშირში საპილოტე ტურისტული დანიშნულების ადგილებთან.
კულტურული მემკვიდრეობის რეესტრი
კულტურული მემკვიდრეობის რეესტრი არის ტურიზმის დაგეგმვის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ამბების თხრობის შესაძლებლობას და მის მიწოდებას ფართო საზოგადოებისთვის. ეს ინსტრუმენტი შემუშავებულია იუნესკოს ექსპერიმენტული მემკვიდრეობის დერეფნის ფარგლებში, რაც ადასტურებს საპილოტე ადგილების, როგორც ტურიზმში მემკვიდრეობის რესურსების ერთობლივი მართვის სისტემის მნიშვნელობას.
ტურიზმის საგზაო რუკა შავი ზღვის აუზში
შავი ზღვის ტურიზმის საგზაო რუკა წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებსა და საწარმოებს ტურიზმის მენეჯმენტისა და ფუნქციონირების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების საკითხებში.
ონლაინ დაჯავშნის აპლიკაცია (Online Booking Ap, მემკვიდრეობის რეესტრი (Heritage Inventory) და ტურიზმის საგზაო რუკა (Tourism Roadmap) მიბმულია პროექტის ვებ საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო პლატფორმასთან.
მოწვევა ფინალურ საერთაშორისო კონფერენციაზე
ძვირფასო კოლეგებო,
მოხარული ვართ, 2023 წლის 8-9 ივნისს ტულჩეაში, რუმინეთი, გამოვაცხადოთ საერთაშორისო კონფერენცია შემდეგი მიმართულებებით: შავი ზღვის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის მეწარმეობა, კულტურული და მემკვიდრეობის ტურიზმი, მდგრადი, მწვანე ეკონომიკა და პასუხისმგებელი ტურიზმი, მდგრადი მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ეკონომიკა და სოციოლოგია, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები, მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია და კომუნიკაცია, არქეოლოგია, ისტორია და ეთნოლოგია.
საერთაშორისო კონფერენციის "მდგრადი ტურიზმი, მემკვიდრეობის მენეჯმენტი და კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები: ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა კულტურული მნიშვნელობის ადგილებში" მიზანია მიმოიხილოს ტურიზმის, ციფრული კულტურისა და მემკვიდრეობის მეწარმეობის ტენდენციები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა. ზოგადი მიმართებების/წარმოდგენების შექმნა ტურისტული მემკვიდრეობის მენეჯმენტის უახლესი გამოწვევების შესახებ; ასევე, კლიმატის ცვლილების პერსპექტივის პირობებში, შესწავლილ იქნეს მდგრადი ტურიზმისთვის საჭირო კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების შესაძლებლობები და მოხდეს აკადემიურ პერსონალს, პოლიტიკოსებსა და პრაქტიკოს-სპეციალისტებს შორის კავშირების გაღრმავება, რომლებსაც აერთიანებთ საერთო კვლევითი პროგრამები; აქვთ HERiPRENEURSHIP პროექტიდან და სხვა ევროპული პროექტებიდან თუ ინიციატივებიდან კვლევის შედეგების გავრცელების, აგრეთვე, ციფრული კულტურის, მწვანე ეკონომიკისა და პასუხისმგებელი ტურიზმის სფეროსთვის, მემკვიდრეობის ინტერპრეტაციისა და კულტურული კომუნიკაციისთვის ახალი იდეებისა და ინსტრუმენტების სტიმულირების შესაძლებლობები.
ერთობლივი სამოქმედო პროგრამა “შავი ზღვის აუზი 2014-2020”
მასალების რედაქტორი: UBBSLA (ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი)
გამოცემის თარიღი: მარტი 2023
ერთობლივი საოპერაციო პროგრამა „შავი ზღვის აუზი 2014-2020“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტისა და მონაწილე ქვეყნების მიერ: სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
აღნიშნული გამოცემა მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რომლის შინაარსზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანოა ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი; არ არის აუცილებელი მომზადებული დოკუმენტი ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
“Common borders. Common Solutions.”
Black Sea Basin Programme 2014-2020
Directorate-General for Neighbourhood and Enlargement Negotiations